ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში ვიზიტით ჩამოდის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოკონსულტირების ტრენინგ-ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი, ამერიკის შეერთებული შტატების ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი ჯონ მაკკარტი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები თსუ აკადემიურ პერსონალთან, აგრეთვე საჯარო ლექციები/ვორკშოპები სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
ლექციების განრიგი:
27 ნოემბერი, 18:00 – 20:00 - სწავლების ფილოსოფია და სილაბუსის შედგენა
29 ნოემბერი, 18:00 – 20:00 - თანამედროვე მიდგომები კლასის მართვისადმი
ყველა ლექცია ჩატარდება თსუ-ს პირველ კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში.
ლექციებზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მეილზე: tsuforums@hotmail.com
ლექციების ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე.