აისეტი (თსუ ეკონომიკის საერთშორისო სკოლა) აცხადებს მიღებას სასერტიფიკაციო პროგრამა ლიდერებისა და მენეჯერებისათვის, სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულზე.
მომავალი ერთთვიანი მოდულისთვის, რომელიც 29 მარტს დაიწყება, მიღება 5 თავისუფალ ადგილზე წარმოებს. მოდული იწყება საფუძვლებისა და ფინანსური აღრიცხვის საკითხების სწავლებით, რომელიც საინტერესო იქნება დამწყებთათვის და გაგრძელდება ისეთი საკითხებით, როგორიცაა ფინანსური ანგარიში, საინვესტიციო პროექტები, რისკები, ფინანსური ბაზრები, ინსტიტუციები და აშ.
მოდულის წამყვანი ინსტრუქტორები იქნებიან ვასილი რევიშვილი ("თალეს ინვესტმენტი"), ლევან სურგულაძე (კავკასიის ბიზნეს ჯგუფი) და აისეტის წარმომადგენლები: ნინა სუკანსკაია და დავით ქეშელავა. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა
2018 წლის 25 მარტია. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.