ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-25

თსუ პროფესორების, მოწვეული პედაგოგებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ!

გაეცანით აშშ-ში აპრობირებულ საუნივერსიტეტო სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მიიღეთ სერტიფიკატები!

მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სასწავლო ვორქშოფი, რომლის მიზანია ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში აპრობირებული პედაგოგიური პროგრამის - ,,სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის” გამოცდილების გაზიარება.  ვორქშოფს გაუძღვება ამავე პროგრამის წარმომადგენელი, განათლების დარგის დოქტორი როის ჯორჯი.

ვორქშოფის მონაწილეებზე გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატები.

ვორქშოფში გაიმართება: თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში, აუდიტორია 206.
29, 30 აპრილს და 1 მაისს, დასაწყისი 11:00 საათზე.

ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა.
სამუშაო ენა ინგლისური და ქართული.

ვორქშოფი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო  დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული ვორქშოფები ტეხასის უნივერსიტეტში მოქმედი სრული პროგრამის შემოკლებული ვერსიაა და სტუდენტების სწავლებისთვის აუცილებელ რამდენიმე ასპექტს მოიცავს:
•    სწავლების ფილოსოფია
•   პირველი დღე /შეხვედრა სტუდენტებთან (სილაბუსებისა და სხვა  მოთხოვნების გაცნობა, თავისუფალი ინტერაქციისა და ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება)
•    მოტივაცია და ჩართულობა, სტუდენტთა სწავლების სტილი, მეთოდები
•    ეფექტური პრეზენტაცია
•    კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული სწავლება
•    სწავლება დიდი და მცირე აუდიტორიის შემთხვევაში
•    გუნდური მუშაობა

ვორქშოფის საშუალებით უნივერსიტეტის პროფესორებს, მოწვეულ პედაგოგებს, დოქტორანტებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ, თუ როგორ ხდება ამერიკაში პედაგოგთა სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარება, რა მოთხოვნებია და რას აქცევენ ყურადღებას აშშ-ს უნივერსიტეტების პროფესორები სტუდენტთა სწავლების დროს.

ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ სტუდენტთა სწავლების ხარისხის საკითხებით დაინტერებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა, უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა და ასევე, ,,მასკის” კურსდამთავრებულებმა.

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ან მობრძანდეთ 29 აპრილს, 11:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

დავით დარსაველიძე, ტელ: 592178877, E-mail: darsavelidze@gmail.com  
უჩა გოგიშვილი,  ტელ: 577253097, E-mail: ucha.gogishvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე