ევროკომისიის დირექტორატის DG Connect–ს მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდამჭერი ცენტრი (ICARTI) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია (GRENA) ამა წლის
10 და 11 სექტემბერს აწყობს ევროკომისიის საინფორმაციო დღეს საქართველოში ორი მიმართულებით: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. ღონისძიებას დაესწრება ამ სფეროების 70-ზე მეტი ექსპერტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ევროკომისიის საინფორმაციო დღეები გაიმართება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სააქტო დარბაზში, ჭავჭავაძის გამზ.1, კორპ. 1, მე–2 სართული.
იხილეთ
პროგრამა 1,
პროგრამა 2