ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-04-26

ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე

16 მაისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 212 აუდიტორიაში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის შემდეგ საკითხებზე:

 I. ურთიერთთანამშრომლობა ფრანკოფონიურ სივრცესთან;

II.  დოქტორანტურა და თანახელმძღვანელობა -საერთაშორისო სადოქტორო ქსელები;

III.  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შეფასება.

ტრენინგს გაუძღვება რუმინეთის კრაიოვას უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ქალბატონი კრისტინა ტეოდერესკუ. 

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები. ტრენინგი წარიმართება ფრანგულ ენაზე ( უზრუნველყოფილია თარგმანი ქართულ ენაზე). ტრენინგზე დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ   ბმულს.

ტრენინგი დასრულდება 18.00 საათზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე