2016-07-07
საზაფხულო სკოლა – რევოლუცია: კონცეფციები და კონტექსტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით, 2016 წლის 10-დან 21 აგვისტომდე, აბასთუმანში გაიმართება საზაფხულო სკოლა.
მოკლე აღწერა:
ლექციებსა თუ სადისკუსიო ღონისძიებებზე განიხილება შემდეგი საკითხები: რა განვითარება და გარდაქმნები განიცადა რევოლუციის ცნებამ თანამედროვე საზოგადოებისა და პოლიტიკის გავლენიან თეორეტიკოსთა ნაშრომებში? როგორ გადავიდა პოლიტიკური რევოლუციის კონცეფციები და მოდელები სხვა სფეროებში? რა მიმართებაშია რევოლუციის გაგება რეაქციონერობისა თუ რეფორმიზმის საკითხებთან? როგორ გამოიყენება რევოლუციის ცნება უახლოესი ისტორიის მოვლენების აღსაწერად („არაბული გაზაფხული“, „ვარდების რევოლუცია“, სტუდენტური პროტესტები და ა. შ.)?
აკადემიური პერსონალი:
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს სკოლაში დაურიგდებათ რიდერები, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. იგივე მასალა სტუდენტებს კონკურსის დასრულებისთანავე მიეწოდებათ ელექტრონული სახით.
საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს: „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

- სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები ფილოსოფიის, სოციალური თეორიისა და ისტორიის დარგებში: ვოლფგანგ შიველბუში, ფალკო შმიდერი, გალ ჰერცი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ნახუცრიშვილი და გიორგი ღვინჯილია.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რომელ (პოლიტიკურ თუ სხვა) პროცესს განსაზღვრავდით როგორც რევოლუციურს და რა იქნებოდა მისი უმთავრესი ნიშან-თვისებები?“
- საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე;
- სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.
- სკოლაში ლექციებს ექნება სემინარის სახე;
- ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით;
- სკოლა მოიცავს სრულ 9 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით);
- უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი, რადგან ლექციის ნახევარს დაიკავებს თანმიმდევრული ქართული თარგმანი. ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.
სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს სკოლაში დაურიგდებათ რიდერები, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. იგივე მასალა სტუდენტებს კონკურსის დასრულებისთანავე მიეწოდებათ ელექტრონული სახით.
საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს: „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
« იხ. ყველა სიახლე