ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება
აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე.
სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს:
ვერბალურ კომპონენტს (ანალიტიკური წერა, წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა)
რაოდენობრივი კომპონენტი (რაოდენობრივი მსჯელობა)
კურსის ხანგრძლივობა: 56 საათი, კვირაში ორჯერ ორი საათი (28 საათი ვერბალური ნაწილი, 28 საათი რაოდენობრივი ნაწილი), კურსის ჩატარდება 2 აპრილი - 10 ივლისის პერიოდში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მარტი.
10:00 სთ - 12:00 სთ - 15:00 სთ-17:30 სთ.
ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ დამატებით დაგიკავშირდებით და შეგითანხმდებით თარიღზე, როდესაც უნდა მოგვიტანოთ დამატებითი
დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი ასლი;
თსუ-ის სტუდენტებისათვის შესაბამისი ფაკულტეტიდან გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
(ან) თსუ -ის კურსდამთავრებულთათვის - დიპლომის ასლი (პირველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
(ან) თსუ-ის თანამშრომლებისთვის - უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა,
(ან) თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის (თუ ისინი არ სწავლობენ თსუ-ში) - თანამშრომლის უნივერსიტეტში მუშაობის დამადასტურებელი ცნობა და დაბადების მოწმობის ასლი.
კურსის ღირებულება:
სრული კურსი - 650 ლარი.
თსუ-ის სტუდენტების, თანამშრომლების, თანამშრომლების შვილების და კურსდამთავრებულებისთვის - სრული კურსი (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) - 350 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:
tsulifelonglearning@tsu.ge
ან დაგვირეკეთ: 2250484 (შიდა ნომერი 1463 ან 1466) ან მობ.: 597222 616