2014-10-06
გაეროს მოდელირება რომში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უმასპინძლებს საინფორმაციო შეხვედრას RomeMUN (საქართველო) კონფერენციასთან
დაკავშირებით, რომელიც გაიმართება
2015 წლის 14-18 მარტს იტალიის
დედაქალაქ რომში, სადაც თავს მოიყრის მსოფლიოს 2 000 აქტიური და ლიდერი
ახალგაზრდა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო
დიპლომატები, ევროპარლამენტიდან წარმოდგენილი მინისტრები და პარლამენტის
წევრები. სააპლიკაციო ფორმა უკვე ღიაა, მისი შევსება შეგიძლიათ შემდეგ
მისამართზე: http://www.romemun.org/ RomeMUN გაძლევთ უნიკალურ შანს მოხვდეთ იმ
200 მონაწილეს შორის, რომელსაც სრულად დაუფინანსდება მონაწილეობის საფასური
და საცხოვრებელი ხარჯები. კონფერენციის მთავარი თემა იქნება
"Feeding the
planet, energy for life". მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა
დაესწრონ უნიკალურ ექსპოზიციას EXPO MILANO 2015, რომელიც გაიმართება ასევე
იტალიაში.
საინფორმაციო შეხვედრა შედგება 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ 1 კორპუსი, 115-ე აუდიტორია
საინფორმაციო შეხვედრა შედგება 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№1, თსუ 1 კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე