ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 ან 5 თვე)
https://www.udc.es/index.html?language=en
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (4 ან 5 თვე)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-svishtov.bg/en
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ევროპისმცოდნეობა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/pagina-strutturale/home
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი): ეკონომიკა, ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მდგრადი განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
საკონტაქტო პირი დაინტერესების წერილის მისაღებად:
fattoretti@unitus.it
http://www.unitus.it/
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; მინიმუმ 71 ქულა)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)
ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში)
რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -
mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი
ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათამდე!
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაცია:
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას;
თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია
reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ
ა/წ 18 ოქტომბრამდე სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით;
გასაუბრებები იგეგმება
ა/წ 29-30 ოქტომბერს;
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე
ა/წ 26 ოქტომბრის დღის ბოლოს;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ
ა/წ 24 ოქტომბრის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;