ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-12

საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

15 დეკემბერს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (დიუმას ცენტრი) საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტი ანა ლოლუა სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს მიაწვდის დაწვრილებით ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიებსა და ენის კურსებზე საფრანგეთში.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრეთვე გახლავთ სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზაციის კამპუს ფრანსის ოფიციალური წამომადგენელი საქართველოში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე