თსუ–საბავშვო უნივერსიტეტი და პროექტის,
„თსუ – დესპანი“, საინიციატივო ჯგუფი გთავაზობთ, სტუდენტური არდადეგების დროს გახდეთ თსუ – დესპანი იმ სკოლაში, რომელიც დაამთავრეთ.
ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, გააცნოს თსუ თავის სკოლას, მიაწოდოს ამ სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია უნივერსიტეტსა და თავისი ფაკულტეტის შესახებ, გაუზიაროს უნივერსიტეტში სწავლის საკუთარი გამოცდილება, უამბოს თავისი მომავალი პროფესიის შესახებ, ვიწვევთ შეკრებაზე შაბათს, 21 იანვარს, 13.00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 135).
თსუ–საბავშვო უნივერსიტეტი და
„თსუ–დესპანის“ პროექტის ინიციატორები, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები – ქეთი მურუსიძე და გიორგი გრიგოლაშვილი