ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-08-07

ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდია თსუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებისათვის 2015 წლის დეკემბრამდე ბრემენის უნივერსიტეტში მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებს (სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე), რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ (B2)  ან ინგლისურ (B2) ენებს და იმყოფებიან მინიმუმ მე-3 სემესტრში!

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: dfronline_de@tsu.ge

კონკურსზე ელექტრონულად დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2015 წლის 20 აგვისტოს, 23 საათი

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ელფოსტის საშუალებით:
ერთი რეკომენდაცია ქართულ და გერმანულ (ან ინგლისურ) ენაზე
დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის   დეკანატიდან (ქართულ ენაზე)
მაგისტრის დიპლომის ასლი
პასპორტის ასლი  
მოტივაციის წერილი გერმანულ (ან ინგლისურ) ენაზე
CV გერმანულ (ან ინგლისურ)  ენაზე
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში irina.gamkrelidze@tsu.ge (თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, მობ.: 577 385743).


Print

« იხ. ყველა სიახლე