10 თებერვალს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ლექციაზე -
"გენდერული (უ)თანასწორობა: ზოგიერთი ხელმოცარულის მოთხოვნა თუ ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევა?
მომხსენებლები:
პროფ.
ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი, გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფ.
ბრიჯით არიმონდი, სამართლის კლინიკის პროფესორი, ნორსვესტერნ უნივერსიტეტის პრიცკერის სამართლის სკოლა (ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ)
ინგლისურიდან ქართულ ენაზე თანმიმდევრული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია.