ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-16

სტუდენტური ესეების კონკურსი „ილია და საქართველო“

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტური ესეების კონკურსს თემაზე: „ილია და საქართველო“  თსუ-ს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
 
ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული შემოქმედება
ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია
ილია ჭავჭავაძე და ქართული ნაციონალური იდენტობის იდეა
ილია ჭავჭავაძე - ლიტერატურის კრიტიკოსი
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა
ილია ჭავჭავაძე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორი
ილია ჭავჭავაძის პედაგორიური მოღვაწეობა: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება
ილია ჭავჭავაძე და ქართველთა სათავადაზნაურო ბანკის დაარსება
ილია ჭავჭავაძე და უნივერსიტეტის დაარსების  იდეა

კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოთ 2017 წლის 25 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: essay140@tsu.ge 
საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
მისამართი: თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
Print

« იხ. ყველა სიახლე