2014-09-05

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ

6  სექტემბრიდან  20 სექტემბრის ჩათვლით  მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • ,,კინო-ტელე რეჟისორი’’ (მე-4, მე-5 საფეხური),
  • ,,ტანსაცმლის დიზაინი’’ (მე-4 საფეხური),
  • ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი“ (მე-4 , მე-5 საფეხური )
  • ,,ტურიზმის მენეჯმენტი“ (მე-4, მე-5 საფეხური),
  •   ,,კბილის სატექნიკო საქმე’’ (მე-4 საფეხური)
  •  , ,მასაჟისტი’’  (მე-3 საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა,  ხოლო შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/ცნობა).

,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის’’  (მე-4 ,  მე-5 საფეხური), ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ (მე-4, მე-5 საფეხური)  და ,,კბილის სატექნიკო საქმის“ (მე-4 საფეხური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე ხორციელდება ქუთაისის სასწავლო ცენტრში.

რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ   თბილისის საინფორმაციო ცენტრს (მის: თბილისი კოსტავას ქ. №77), სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1,  I კორპუსი , 111 ოთახი) და  ქუთაისის სასწავლო ცენტრს (მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი №8)

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 2 25 04 84; 2 25 39 71
Print

« იხ. ყველა სიახლე