ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტიპენდიების ჩამონათვალი:
ტურკუს უნივერსიტეტი (ფინეთი)
http://www.utu.fi/en/Pages/home.aspx
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ლისაბონის უნივერსიტეტი (პორტუგალია)
https://www.ulisboa.pt/en
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
http://www.uim.aku.edu.tr/
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
http://www.univ-paris8.fr/en/
ცენტრალური ადმინისტრაცია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი)
https://www.insa-rennes.fr/
საგარეო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
https://www.hiof.no/english
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://en.uw.edu.pl/
ცენტრალური ადმინისტრაცია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 დღე
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის/დეპარტამენტის დეკანის/უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების საკონტაქტო პირს).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
ა/წ 29 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
თურქეთი, ფინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ნორვეგია:140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, პორტუგალია: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
შესაძლოა, გასაუბრებები პარიზი 8-ისა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის სტიპენდიების მოსაპოვებლად გაიმართოს სხვა კონკურსებისგან/გასაუბრებებისგან განცალკევებით.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge