2019-05-16
თსუ თანამშრომელთა საყურადღებოდ!
22 მაისს, 13.00-დან 16.00 საათამდე, თსუ ადმინისტრაციის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაიმართება აქცია. აქციის ფარგლებში თსუ თანამშრომლებს ჩაუტარდებათ საექიმო გასინჯვები (წნევის გაზომვა) გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შეფასების მიზნით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების კოორდინირებით, საქართველო 2019 წელს უკვე მესამედ უერთდება მსოფლიო კამპანიას ,,მაისის გაზომვების თვე’’. მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა, შეფასება და მოსახლეობისა და პაციენტის განათლება.
არტერიულ ჰიპერტენზიას ანუ მაღალ არტერიულ წნევას, ხშირად ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ, ვინაიდან მნიშვნელოვანი სიმპტომების არარსებობის შემთხვევეაშიც ამ დაავადების შედეგი სისხლძარღვოვანი გართულებების - თავის ტვინის ინსულტისა და გულის კუნთის ინფარქტის სახით დგება. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის აქციები მეტად მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევის ადრეული გამოვლენის მიზნით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ. 211-ე ოთახი
« იხ. ყველა სიახლე