2017-02-03
“მეცნიერების თასი 2017” და „ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“
4 თებერვალს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, X-XII კლასის მოსწავლეთათვის ტარდება ‘’მეცნიერების თასი 2017’’ და „ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“ - ფინალური ტური.
‘’მეცნიერების თასი 2017’’ - მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 12 გუნდი (59 მოსწავლე), გამარჯვებული გუნდები შეირჩა რამდენიმე ტურის საფუძველზე. შესარჩევ ტურში მონაწილებას იღებდა 121 გუნდი (522 მოსწავლე) საქართველოს 32 ქალაქი/რაიონიდან. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ 25 შეკითხვას. აქედან. 3–3 შეკითხვა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან (მათემატიკა, ფიზიკა, ელექტრონიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და გეოლოგია), ხოლო 2–2 შეკითხვა – თსუ და SDSU-საქართველოს შესახებ.
„ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“ - მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 10 გუნდი (26 მოსწავლე). შესარჩევ ტურში მონაწილებას იღებდა 150 გუნდი (400 მოსწავლე). მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ 11 შეკითხვას. აქედან. 7 შეკითხვა - მათემატიკიდან, ხოლო 2–2 შეკითხვა – თსუ და SDSU-საქართველოს შესახებ.
მონაწილე გუნდების თითოეულ წევრს და ჯგუფის ხელმძღვანელს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი სამახსოვრო წარწერით.
გამარჯვებული გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც 2017 წელს ჩაირიცხებიან SDSU-საქართველო თსუ პროგრამებზე სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –საქართველო აწესებს სასწავლო სტიპენდიას.
შესარჩევი ტურები ჩატარდა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის - ARMAZEG-ის მხარდაჭერით, რაც სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საქმეს ემსახურება. ფინალური ტური ტარდება კვლავ ონლაინ რეჟიმში თსუ პირველ კორპუსში.
მონაწილე გუნდების გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ რეგისტრაციის და ფინალური ტურის მიმდინარეობას ონლაინ რეჟიმში, თსუ პირველ კორპუსში, ფდა
დღის წესრიგი :
11.00–11.45 გუნდების რეგისტრაცია (თსუ II კორპუსი, ოთახი208)
12.00–14.00 ფინალური ტური (თსუ II კორპუსი),
ოთახი 344 - ‘’მეცნიერების თასი 2017’’
რესურს ცენტრი - „ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში-2017“
15.00 –16.00 შედეგების გამოცხადება და დაჯილდოება (თსუ I კორპუსი, ოთახი 115)
« იხ. ყველა სიახლე