2012-03-26
2012 წლის 29, 30 და 31 მარტს „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის გათამაშებას იწყებს.
„ჯეი-ემ-ქეი“-ს Facebook-ის გვერდზე სამი დღის განმავლობაში დაისმება დღეში 4, ჯამში კი - 12 შეკითხვა. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გაივლის სტაჟირებას პროფესიონალ იურისტებთან ერთად ამავე კომპანიაში.
სტაჟირების თაობაზე გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულსა და შპს „ჯეი-ემ-ქეი“–ს შორის.
გამარჯვებულს სტაჟირების გავლის შემდეგ გადაეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გათამაშების წესები დაწვრილებით იხილეთ კომპანიის ოფიცალურ Facebook–ის გვერდზე: http://on.fb.me/GR5odn
„ჯეი–ემ–ქეი“–ს შესახებ: „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ ლიდერებით დაკომპლექტებული, პროფესიონალთა სამაგალითო გუნდია, რომლის უმთავრეს ღირსებას პარტნიორთა ნიჭი, გამოცდილება და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოადგენს. კომპანია დაფუძნდა 2011 წელს. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან: მიხეილ ჯიქია, მამუკა მამალაძე და გია ქავთარაძე. საზოგადოების პარტნიორებს გააჩნიათ მუშაობის დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურსა და კომერციულ ორგანიზაციებში.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კლიენტის ინტერესის უპირატესობა, მაღალი პროფესიონალიზმი და მიზნის მისაღწევად საჭირო ოპტიმალური გზის გამოძებნა, ხოლო მუდმივი სწრაფვა პროფესიული სრულყოფისაკენ, ამ პრინციპების განუყოფელი ნაწილია [www.JMK.ge]
« იხ. ყველა სიახლე