ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
ესპანეთი
კადისის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uca.es/
თურქეთი
ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://iro.ogu.edu.tr/en
იტალია
მესინას უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://international.unime.it/
პოლონეთი
იაგელონიის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://en.uj.edu.pl/en_GB/start
რუმინეთი
ბუქარესტის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://unibuc.ro/
ჩეხეთი
მასარიკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, განათლების მეცნიერება, ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://czs.muni.cz/en/student-from-abroad/international-student-guide/course-catalogue
პალაცკის უნივერსიტეტი
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.upol.cz/en/
კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:
ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
გერმანული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
ფრანგული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული DELF, DALF
იტალიური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CILS, PLIDA
ესპანური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული DELE, eLADE
ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2018 წლის 9 ოქტომბერი, 2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)
ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
2.CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
3.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე, სემესტრის მითითებით;
4.სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
5.უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
7.მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
8.მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
9.შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1;
10.რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
11.მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
12.საკვლევი გეგმის მონახაზი არაუმეტეს 2 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
13.მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
14.სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში
mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის
7 მაისის 16 საათამდე! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ-ის მთავარი გვერდის სიახლეების განყოფილებაში;
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებგვერდზე! ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2020 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გადადებულ იქნას 2021 წლის გაზაფხულის სემესტრამდე!
„
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე
outgoingmobility@tsu.ge;