2016-06-06

„კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

11 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა  და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  მე-4 ერთობლივ სტუდენტურ კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ ჩატარდება.

კონფერენციის სამუშაო თემები:
საერთაშორისო ურთიერთობები: კავკასია და ზესახელმწიფოების ინტერესთა კონფლიქტი - რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
საჯარო ადმინისტრირება: საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები;
ეკონომიკა: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში;
სამართალმცოდნეობა: კანონის უზენაესობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხები კავკასიაში;
სოციოლოგია: საზოგადოებრივ აზრთა ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში და გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობენ:ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

კონფერენციის დღის წესრიგი

მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

Print

« იხ. ყველა სიახლე