კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1.ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2.ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3.ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4.კულტურა და ხელოვნება;
5.ინტერდისციპლინური კვლევები;
6.მედია და მასობრივი კომუნიკაცია.
კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გაგზავნოთ
2018 წლის 25 აგვისტომდე, მისამართზე:
gorc.conference2018@tsu.ge
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ
2018 წლის 31 აგვისტოს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი - ტელ.:+995599101164;
ელ.ფოსტა:
gorc.conference2018@tsu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული.