ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-13

საჯარო ლექციათა ცილი "აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და ამერიკიმსცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო ლექციათა ცილი გაიმართება. ლექციათა ციკლს გაუძღვება საქართველოს საპატიო ვიცე-კონსული, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და იურიდიული ფირმის „Hall Booth Smith” უფროსი პარტნიორი უილიამ სკოტ ჰენვუდი.

საჯარო ლექციის თემაა: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია

საჯარო ლექციათა განრიგი:
15 მაისი - 13:00-14:00, თსუ I კორპ, აუდიტორია 301
16 მაისი -  13:00-14:00, თსუ I კორპ, აუდიტორია 317
17 მაისი - 12:00 – 13:00, ევროპული კვლევების ინსტიტუსი, თსუ II კორპ, IV სართული, აუდიტორია 406

17 მაისს საზეიმოდ დასრულდება ლექციათა ციკლი, სამივე ლექციაზე დამსწრე პირებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:info.ies@tsu.ge

უილიამ სკოტ ჰენვუდი დაიბადა ქ. ტორონტოში, კანადაში. მისი ადრეული პროფესიული კარიერის მანძილზე მუშაობდა ჯორჯიის უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, ისეთ პრესტიჟულ პოზიციაზე როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელი. სასამართლოში საქმიანობის ამოწურვის შემდგომ შეუერთდა Hall Both Smith-ის იურიდიულ ფირმას და აქტიურად მონაწილეობს ფირმის მართვაში.

Hall Both Smith-ის იურიდიულ ფირმაში საქმიანობის გარდა, უილიამ სკოტ ჰენვუდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საკონსულოსა  და ატლანტა-თბილისის საძმო ქალაქების კომიტეტის საქმიანობაში და გახლავთ საპატიო ვიცე-კონსული. იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკის სამართლის ისტორიისა და საკონსტიტუციო სამართალის თემატიკაზე. James ჟურნალმა უილიამ სკოტ ჰენვუდი 2014 და 2016 წლებში ყველაზე გავლენიან ადვოკატთა სიაში შეიყვანა.

Print

« იხ. ყველა სიახლე