ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-28

სალექციო კურსები პროექტის „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტის „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსებს.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში „ტრანსფორმაციის 25 წელი - აღმოსავლეთ ევროპა და საქართველო“.  სალექციო კურსს გაუძღვება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი. მონაწილეთათვის გაიცემა თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით მისამართზე: economics@tsu.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 დეკემბერი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ, აღნიშნულ მეილზე გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი.

სალექციო კურსი გაიმართება 2014 წლის 15-18 დეკემბერს, თსუ-ს მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში, 15:00-დან 17:00-საათამდე. სამუშაო ენა: ქართული.

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

ლექცია 1. ტრანსფორმაციის 25 წელი - ძირითადი დებატები

• რადიკალური თუ გრადუალური რეფორმები
• ვაშინგტონის კონსენსუსი და კონსენსუსის კრიტიკა

ლექცია 2. პოლანის თეორია. პოლანის თვალით დანახული აღმოსავლეთ ევროპა
• პოლანი აღმოსავლეთ ევროპაში - კაპიტალიზმის ვარიაციები ევროპის პერიფერულ
ქვეყნებში
• ნეოლიბერალური, დაბალანსებული ნეოლიბერალური და კორპორატიული რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპაში

ლექცია 3.  პოლანის თეორიის მიხედვით დანახული ტრანფორმაცია პოსტ-რევოლუციურ საქართველოში
• სახელმწიფო დისკურსი სოციალური და ეკონომიური განვითარების ირგვლივ - 2004-2012 წწ.
• რას ცვლის ‘საქართველო 2020’ ? 

ლექცია 4.  თეორიის აპლიკაცია მიკრო კონტექტზე 
• არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში
• მოვაჭრეები და გარე-მოვაჭრეები 

Print

« იხ. ყველა სიახლე