2014-03-08

იურიდიული, ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის პროგრამის - ტემპუსის (TEMPUS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება 3 საპილოტე კურსის ჩატარება კარიერული განვითარების საკითხებზე. პროექტის პარტნიორები არიან: ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი). 

კურსის მონაწილეები მიღებენ ვილნიუსის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერთიფიკატს.  

კურსზე ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დარეგისტრირდებიან ისინი, ვინც უფრო ადრე გამოაგზავნის მოთხოვნას.  

რეგისტრაციის  მსურველები უნდა დაგვიკავშირდნენ ელ-ფოსტის მისამართზე:khatuna.tskhadadze@tsu.ge2014 წლის  12 მარტის ჩათვლით.


ინფორმაცია კურსის ფორმატისა და შინაარსის შესახებ

საპილოტე კურსი:  „კარიერული განვითარება და დასაქმებისთვის აუცილებელი 
უნარ-ჩვევების გამომუშავება“

ხანგრძლივობა: 60 აკადემიური საათი (15 შეხვედრა, თითო შეხვედრა - 2 აკადემიური საათი)
პერიოდი: 25 მარტი -15 ივნისი, 2014 წ (კვირაში 2 შეხვედრა)
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი კურსის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. 
ლექტორები: 
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი:  თამარ ლიპარტელიანი - თსუ,  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის დოქტორანტი. 
იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები:  ხათუნა ცხადაძე - თსუ, სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. 

კურსის შინაარსი 
1. ცვლილებები თანამედროვე სამყაროში: გლობალური ცვლილებების ზეგავლენა ადამიანის პროფესიულ ხედვაზე, განვითარებაზე, განათლებაზე. 
2. რა არის კარიერა. წარმატებული კარიერა. 
3. პროფესიული თვით-გამორკვევა.
4. სწავლისა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების ძიება.
5. შრომის სამყაროს გაცნობა. რა არის სამუშაო. სამუშაო გარემო. 
6. კარიერული განვითარების სხვადასხვა მიმართულებები, შესაძლებლობები. 
7. კარიერული ხედვის გამომუშავება. მისიის, პრიორიტეტების განსაზღვრა.  
8. კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
9. კარიერის დაგეგმვა.
10. პირადი ფინანსების მართვა.
11. შრომის ბაზარი უმაღლესი განათლების მქონე სამუშაოს მაძიებელთათვის. სამუშაოს ძიების მექანიზმები.
12. დამსაქმებლის წინაშე თავის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია: CV, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და სხვა. 
13. ინტერვიუ დამსაქმებელთან. შერჩევის მექანიზმები და მეთოდები. 
14. წარმატება სამუშაო ადგილზე. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. 
15. კარიერული ცვლილებები. 
Print

« იხ. ყველა სიახლე