ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
სტიპენდიების ჩამონათვალი:
კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, ესპანურენოვანი): ჰუმანიტარული მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uca.es/?lang=en/
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, იტალიურენოვანი): სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, მედიცინა, განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ
ა/წ 26 მარტის 16 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მეილით მიღებული თანხმობა საკმარისია, ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო; რომის საპიენცას უნივერსიტეტზე წინასწარი მიღების წერილის ქონა მხოლოდ სასურველია, სავალდებულო - არა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული)
დანართი 1
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 28 მარტი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ
ა/წ 24 მარტის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.