ბეჭდვა |/ დახურვა |
ცხადდება
კონკურსი
თსუ
აკადემიური
პერსონალისთვის
ევროკომისიის
მიერ
დაფინანსებული
ერაზმუს
+
პროგრამის
სტიპენდიების
მოსაპოვებლად
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში
(
ესპანეთი
)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი :
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი)
განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 10 იანვრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით:
http://www.usc.es/ka107/admin/
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე, ნიმუშები იხილეთ ბმულზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 კვირა (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
160 ევრო დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
დამატებითი ინფორმაცია:
- დაწვრილებითი ინფორმაციისა და საპლიკაციის სისტემის ინსტრუქციისთვის იხილეთ ბმული1, ბმული 2
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.