2018-12-25
ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
ინგლისურენოვანი ან ესპანურენოვანი: იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
24 იანვრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: eLADE, DELE ან TOEFL, IELTS, APTIS, CAMBRIDGE – მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ან/და თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების დადებითი შედეგი - 2018 წლის 9 ოქტომბერი)
შევსებული საკვლევი გეგმის მონახაზი (დოკუმენტი სავალდებულოა ხელმოწერით დაამოწმოს გრანადის უნივერსიტეტში სტუდენტის საკონტაქტო პირმა)
დანართი 1
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
2019 წლის 30 აპრილი-31 ივლისი
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
« იხ. ყველა სიახლე