ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-20

კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uim.aku.edu.tr/
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ფრანგული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, მედია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.fh-kiel.de/index.php?id=28&L=1
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, მენეჯმენტი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.hs-koblenz.de/rac/international-programs/international-students/exchange-students/english-programme-certificate/
გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/study/courses/ba

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL ან IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)

შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა/წ 24-25 აპრილი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 5 აპრილს დილის 10:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგები ინახება თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში, შესაბამისად, მისი ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა არ არის საჭირო)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 5 აპრილის 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (BA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
6. პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
საფრანგეთი: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება.
გერმანია, თურქეთი: უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება.

დამატებითი ინფორმაცია:
პარიზი 8-ის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტებს (მე-8 სემესტრზე მყოფი სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნობით დაადასტურებს, რომ მინიმუმ ერთი წელი კიდევ უწევს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა)!
24-25 აპრილს დაგეგმილი გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე!
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის გაგზავნის დროს უნდა მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge






Print

« იხ. ყველა სიახლე