2019-10-24

კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

ცხადდება  კონკურსთსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 

  რენის გამოყენებით მეცნირებათა ეროვნული ინსტიტუტი  (საფრანგეთი) 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის მიმართულების იმ პროფესორებს, რომლებიც ჩართულები არიან პროექტის ,,ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი’’ ფარგლებში სასწავლო პროგრამების განვითარებაში.


ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთი) 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს 


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)


დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 1 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:  outgoingmobility@tsu.ge


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული  ინსტიტუტისთვის :

პასპორტის ასლი 

ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)

CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)

მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ) დანართი 1 


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ტულუზას გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტისთ ის:

პასპორტის ასლი 

ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)

CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)

მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)

ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)

სამუშაო გეგმის მონახაზი (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის! ფრანგულ/ინგლისურ ენაზე) დანართი 2


სტიპენდიის ხანგრძლივობა:

7 დღე


მობილობის პერიოდი

2019/2020 გაზაფხულის სემესტრი


შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!


Print

« იხ. ყველა სიახლე