2017-04-04

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია) http://www.uni-jena.de/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
ბაკალავრიატი:
ინგლისურენოვანი:
ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება.
გერმანულენოვანი:
ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.

მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა.
გერმანულენოვანი:
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია.

დოქტორანტურა:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, იურიდიული.

აკადემიური პერსონალი:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა, ანგლისტიკა, კავკასიური და სლავური ენები.

ადმინისტრაციული პერსონალი:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
ცენტრალური ადმინისტრაცია

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 21 აპრილის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • გერმანული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2 დონე) ან/და 2016/2017 სასწავლო წელს თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სავალდებულოა მხოლოდ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის; შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • საკვლევი გეგმის მონახაზი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
  • მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით/ბეჭდით) აკადემიური პერსონალი: დანართი 2; ადმინისტრაციული პერსონალი: დანართი 3
  • დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
5 თვე (1 სემესტრი)
აკადემიური პერსონალი:
12 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი:
14 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი: დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

იენის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.


Print

« იხ. ყველა სიახლე