2019-12-30

კონკურსი თსუ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში

ცხადდება  კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩუკუროვას უნივერსიტეტში (თურქეთი)


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ პერსონალს და მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის მიმართულების აკადემიურ პერსონალს 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩეკუროვას  უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
პასპორტის ასლი; 
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1;
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
პასპორტის ასლი; 
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და  ბეჭდით დამოწმებული) დანართი 2;
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს).


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 30 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
7 დღე 

სტიპენდია მოიცავს:
 დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
 გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე