2018-04-10

კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები"

28-29 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი კონკურენციის პოლიტიკის მეორე საერთაშორისო კონფერენცია -"კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართება.
 
კონფერენციის თემატიკა:
1.საქართველოს კონკურენციის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია;
2.კარტელური შეთანხმების სახეები, სპეციფიკა და შეფასების თეორიული საფუძვლები;
3.დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახეები და შეფასების კრიტერიუმები;
4.სახელმწიფო დახმარებები, ექსკლუზივები და მათი ზეგავლენა ბაზრის ეფექტიანობაზე;
5.კონკურენციის პრობლემატიკა სახელმწიფო შესყიდვებში;
6.კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებად სექტორებში;
7.ობიექტური გამართლების კრიტერიუმები კონკურენციის სამართლებრივ დავებში;

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა და ფორმატი:
ავტორმა ნაშრომი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით და იგი უნდა მოიცავდეს:
ავტორის ვინაობას (სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება, სამეცნიერო ხარისხი);
ნაშრომის სათაურს; მოცემული კონფერენციის თემატიკის კონკრეტულ საკითხს;
ავტორის საკონტაქტო მონაცემებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.
მოცულობა: არანაკლებ 8 გვერდი და არაუმეტეს 15 გვერდი.
ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა.
ნაშრომის სათაურის ქვემოთ უნდა  განთავსდეს საკვანძო სიტყვები – 4-5 საკვანძო სიტყვა.
ნაშრომის ელექტრონული ვერსია მსურველებმა უნდა გაგზავნონ მისამართზე: info-gca@competition.ge და conference-gca@competition.ge-ზე, სათაურის ველში უნდა მიეთითოს - „სტატია კონფერენციისთვის“. ფაილი დასათაურებული უნდა იყოს შემდეგი წესის დაცვით: სახელი-გვარი - კონფერენცია 2018.
ავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი, არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნებისმიერ სხვა გამოცემაში.
მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება. თუმცა, სააგენტო იტოვებს უფლებას, ნაშრომი შენიშვნებით უკან დაუბრუნოს ავტორს. ავტორის მხრიდან შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო კვლავ განიხილავს მას.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივნისი. კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ მიღებული ნაშრომების ავტორებს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Print

« იხ. ყველა სიახლე