2016-05-05

საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის (IPYG) სემინარი

6 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფის (IPYG) სემინარი.

საერთაშორისო მშვიდობის ახალგაზრდული ჯგუფი (IPYG) სამშვიდობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ომის დასრულება და მსოფლიო მშვიდობა. მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია თანამშრომლობს 21 საერთაშორისო სამართლის ექსპერთან  და ცდილობს შექმნას სრულყოფილი საერთაშორისო კანონი, რომელიც რეალურად დაიცავს ხალხს კონფლიქტისა და ომისგან.  

სემინარის მიზანი სტუდენტებისთვის ორგანიზაცაციის საქმიანობის გაცნობაა, თუ რატომ არის სამშვიდობო ქმედებების განხორციელება მსოფლიოში მნიშვნელოვანი  და რა როლი აქვს ახალგაზრდობას. სემინარზე სტუდენტებს ასევე შესაძლელობა ექნებათ შეუერთდნენ სამშვიდობო მოძრაობას, გახდნენ კამპანიის ხელმომწერნი, მიიღონ მეტი დეტალური ინფორმაცია და  გაეცნონ მომავალი ღონისძიებების ანონსებს.

სემინარის სამუშაო ენა: ინგლისური

მისამართი: თსუ, I კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, აუდიტორია #307

Print

« იხ. ყველა სიახლე