2016-01-11
ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური კონფერენცია: “მრავალფეროვანი ამერიკა: კულტურათა გზაჯვარედინი“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია 2016 წლის 22 აპრილს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მე-4 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას
“მრავალფეროვანი ამერიკა: კულტურათა გზაჯვარედინი“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.
მოხსენებების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ცხოვრების ნებისმიერ სფეროს. განსაკუთრებით მივესალმებით მოხსენებებს იმ ეთნიკური, რასობრივი, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტების შესახებ, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ისტორიის მანძილზე განსხვავებული კულტურები წარმოქმნა.
მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი.
მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს:
1. ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (თითოეული 500-550 სიტყვა. ფაილს უნდა დაერქვას 1- მომხსენებლის გვარი, მაგ: 1- ხატიაშვილი)
2. მოხსენების სრული სათაური, ავტორის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (ფაილს უნდა დაერქვას 2 - მომხსენებლის გვარი)
3. სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დასკანირებული რეკომენდაცია სტატიაზე (ფაილს უნდა დაერქვას 3 - მომხსენებლის გვარი)
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულად და ინგლისურად (ფაილს უნდა დაერქვას 4 - მომხსენებლის გვარი)
5. 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემებით უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფაილს უნდა დაერქვას 5 - მომხსენებლის გვარი)
მასალების გაფორმების სავალდებულო წესები:
მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: americanstudiesscience@gmail.com
გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება. საკონფერენციოდ შერჩეული ანოტაციების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2016 წლის 16 მარტის 18 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (2000-3000 სიტყვა) 2016 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე.
მოხსენების სრული ტექსტი გადაეგზავნება დისკუსანტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებსა და შეკითხვებს თითოელი სექციის მუშაობისას გამოთქვამენ.
საუკეთესო მოხსენებები შეირჩევა ელექტრონულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მარიამ ხატიაშვილს, კონფერენციის ორგანიზატორს ელექტრონულ მისამართზე americanstudiesscience@gmail.com ან ეწვიეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ვებგვერდს http://americanstudiestsu.weebly.com/

- ქართული ტექსტისთვის ფონტი AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
- ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Times New Roman, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
- სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: კონფერენცია 2016 - გვარი. (მაგალითად: კონფერენცია 2016 - ხატიაშვილი)
მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: americanstudiesscience@gmail.com
გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება. საკონფერენციოდ შერჩეული ანოტაციების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2016 წლის 16 მარტის 18 საათამდე. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ავტორებმა უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი (2000-3000 სიტყვა) 2016 წლის 30 მარტის 18:00 საათამდე.
მოხსენების სრული ტექსტი გადაეგზავნება დისკუსანტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებსა და შეკითხვებს თითოელი სექციის მუშაობისას გამოთქვამენ.
საუკეთესო მოხსენებები შეირჩევა ელექტრონულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მარიამ ხატიაშვილს, კონფერენციის ორგანიზატორს ელექტრონულ მისამართზე americanstudiesscience@gmail.com ან ეწვიეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ვებგვერდს http://americanstudiestsu.weebly.com/
« იხ. ყველა სიახლე