დაიწყო რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე. დისტანციური სწავლების კურსი შემუშავებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ და ქართულ ენაზე ადაპტირებულია საქპატენტის მიერ. საქართველოში კურსი ხორციელდება საქპატენტის
9 მარტიდან 23 აპრილამდე სასწავლო ცენტრის თანაორგანიზებით. კურსი უსასყიდლოა და განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სისტემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
ქართულენოვანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის სერტიფიკატს. ასევე, ექნებათ შესაძლებლობა WIPO-ს აკადემიაში გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების თემატიკასთან დაკავშირებული შემდგომი დონის სპეციალიზირებული უცხოენოვანი კურსები.
კურსზე რეგისტრაცია გრძელდება ა.წ.6 მარტამდე.
აღნიშნულ კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის ოფიციალური
ვებ-გვერდიდან.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგწეროთ შემდეგ მისამართზე:
dl101ge@sakpatenti.org.ge