2019-10-15

საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან

17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, სართ. 3)  ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლები დოქტორანტებს გააცნობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
✅დოქტორანტურის საფეხურის გაცვლითი პროგრამები და გრანტები
✅სამეცნიერო ფონდები
✅თსუ-ს ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალები
✅სამეცნიერო კონფერენციები
✅დოქტორანტის გზა ჩარიცხვიდან დაცვამდე
✅ საბიბლიოთეკო რესურსებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენება და აკადემიური წერის რესურსები
✅სტუდენტური პროექტების დაფინანსება

შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილით ბმულზე:  დღის წესრიგი.
დასწრების მსურველმა დოქტორანტებმა შეავსეთ  ბლანკი.

Print

« იხ. ყველა სიახლე