ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-02

სემინარი - სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებში არსებული სიახლეების წარმოდგენა

6 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კომპანია EBSCO-თან ერთად გიწვევთ სემინარზე, რომლის მიზანია აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული სიახლეების წარმოდგენა.

სემინარის თემები: 
• EBSCO - სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, როგორც სამეცნიერო კვლევის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება.
• EBSCO host - პლატფორმა სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის.
• EBSCO Discovery Service - ზოგადი ინფორმაცია / შესაძლებლობები.

EBSCO არის სამეცნიერო რესურსების მომწოდებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს 9 000 -ზე მეტ ბიბლიოთეკასთან ასამდე ქვეყანაში. ის მოიცავს ერთიანი ძიების ინსტრუმენტს EBSCO Discovery Service, EBSCONET® - ელექტრონული წიგნების მართვის საერთო სისტემას და EBSCOhost® - მსოფლიო ლიდერს ფასიან ონლაინ საძიებლებში, ის აერთიანებს მონაცემთა ბაზებს სრული ტექსტებით, თემატურ ინდექსებს თუ ისტორიულ ციფრულ არქივებს. EBSCO უზრუნველყოფს წვდომას 57 000 სამეცნიერო ჟურნალსა და თითქმის 700 000 ელექტრონულ წიგნზე.

სემინარს ჩაატარებს უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

Print

« იხ. ყველა სიახლე