ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-18

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხემოწერის კვალდაკვალ საქართველო კიდევ უფრო მეტად დგება ევროპისმცოდნეობის მიმართულებით  მაღალკვალიფიციური კადრების საჭიროების წინაშე და ამ პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას გადამწყვეტი როლი ენიჭება.

ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მ იღებას 2014–2015 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს:
 
•    იურიდიული ფაკულტეტი;
•    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
•    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
•    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;    

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
•    ევროკავშირის სამართალი
•    ევროკავშირის ეკონომიკა    
•    ევროპის ისტორია
•    ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

ჩამოთვლილი საგნების გარდა კურიკულუმში შესულია შემდეგი სავალდებულო და არჩევითი კურსები:

•    ევროპული ინტეგრაციის თეორიები
•    თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
•    აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
•    ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი
•    ევროპის კულტურული მოზაიკა
•    ევროპული პოლიტიკა
•    საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი
•    საერთაშორისო საჯარო სამართალი
•    საჯარო პოლიტიკის ანალიზი
•    სტატისტიკა
•    სამართლის თეორია
•    კვლევის დიზაინი


ევროპული კვლევების ინსტიტუტის ზოგიერთი პარტნიორი უნივერსიტეტი ევროკავშირში საიდანაც ხდება უცხოელი პროფესორების მოწვევა და წარმატებული სტუდენტების მივლინება:
•    თრინითის კოლეჯი დუბლინი;
•    ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
•    გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია;
•    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი;
•    სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტი;
•    გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტი;
•    ათენის პანთეონის ბერძნული უნივერსიტეტი;
•     ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი;

სწავლის ღირებულება - სემესტრულად შეადგენს 1500 ლარს.
დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

ჩაბარების მსურველებს უნდა ქონდეთ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდები, რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება სრულიად ინგლისურენოვანია.

ჩაბარების მსურველები გთხოვთ, დაუკავშირდით:  
ტელ: (+995 32) 2 22 78 99
მობ: 599 65 95 77 (ნინო ფარსადანიშვილი)
•    595 770 110 (მარიამ ქველაძე)
ელ–ფოსტა: info.ies@tsu.ge
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. # 3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.  

მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 1 - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16  სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17  სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -18 - 23 სექტემბერი;
მ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა


Print

« იხ. ყველა სიახლე