2016-11-09

ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერი და მრჩეველი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაძლევთ საშუალებას გახდეთ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) ტრენერი და მრჩეველი და ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმაროთ ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელის დანერგვაში.არაუმეტეს 8 კანდიდატს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) სრულყოფის მოდელს და ისწავლოს, როგორ დაეხმაროს დაწესებულებებს მოდელის გამოყენებასა და დანერგვაში. EFQM-ის სრულყოფის მოდელი არის ევროპული მოდელი, რომელიც ეხმარება დაწესებულებებს, მიაღწიონ წარმატებას - უმაღლეს ხარისხს ყველა სფეროში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე