2017-10-06
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება - „ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი“
14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება -
„ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი“. პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართელოს" მიერ, შვედეთის საელჩოსა და თსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით .
ჩემპიონატის შინაარსი
პირველსა და მეორე ტურს შორის შესვენება ათი წუთი.
II. მეორე ტური - „აფორიზმების ფაზლი-ლოტო’’ (ხანგრძლივობა 40 წუთი).
მეორე და მესამე ტურს შორის შესვენება 10 წუთი.
III. მესამე ტური ჩატარდება ორ ნაწილად:
1. პირველი ნაწილი მოიცავს ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშს. რუკაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით განხორციელდება თამაში.
მესამე ტურის, პირველსა და მეორე ნაწილს შორის შესვენება 5 წუთი.
2. მეორე ნაწილში ითამაშებს 3 გუნდი, ერთ რუკაზე და გადაინაწილებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს.
(მესამე ტურის ხანგრძლივობა 60 წუთი).
გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ:
- პირველი ადგილი - 500 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი;
- მეორე ადგილი - 300 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი;
- მესამე ადგილი - 200 ლარიანი ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემა და ალაფურშეტი.
« იხ. ყველა სიახლე