2010-02-10
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 92 წლის იუბილე აღნიშნა
8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან 92 წლის იუბილე აღნიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოჩენილი მოღვაწეების საფლავები გვირგვინით შეამკეს.
იუბილესადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება თსუ-ს II კორპუსში გამოფენით "უნივერსიტეტი გუშინ, დღეს, ხვალ" გაიხსნა. ისტორიის ამსახველი ფოტოები, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოოთეკასა და მუზეუმში დაცული უძველესი ხელნაწერები და რელიქვიები მნახველისთვის ისტორიული შენობის სხვადასხვა კუთხეში განთავსდა.
იუბილეს აღნიშვნის საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად თსუ-ს პროფესორ-ემერიტუსების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება 12 პროფესორს მიენიჭა. სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელი ემერიტუსები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დააჯილდოვეს.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგე ნლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. ემერიტუსებს წოდების მინიჭება საქართველოს პირველმა ლედიმ, განათლების მინისტრმა და პარლამენტარებმა მიულოცეს. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ღონისძიებაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმადაც კურსდამთავრებულთა ფონდი იქმნება. ფონდის შექმნასა და განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
კავკასიის რეგიონში პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და საუნივერსიტეტო განათლების დასაბამის სიმბოლოდ იქცა. ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი გახდა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის შემდგომ 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სათავეში ჩაუდგა. გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აღავლინა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები.

“უნივერსიტეტი აერთიანებს თაობებს, ძველ ტრადიციებსა და თანამედროვე მისწრაფებებს. ღვაწლმოსილი პროფესორებისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება ნიშნავს სწორედ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის კულტურის გაფრთხილებას და ნიჭიერი თაობებისთვის მოტივაციის ამაღლებას”, – აღნიშნა გიორგი ხუბუამ.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგე ნლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ. ემერიტუსებს წოდების მინიჭება საქართველოს პირველმა ლედიმ, განათლების მინისტრმა და პარლამენტარებმა მიულოცეს. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ღონისძიებაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის თანახმადაც კურსდამთავრებულთა ფონდი იქმნება. ფონდის შექმნასა და განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
კავკასიის რეგიონში პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და საუნივერსიტეტო განათლების დასაბამის სიმბოლოდ იქცა. ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი გახდა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის შემდგომ 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სათავეში ჩაუდგა. გახსნის დღეს უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ აღავლინა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და სხვები.
« იხ. ყველა სიახლე