2013-05-23

პროექტი „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს ქვეპროგრამას ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’. ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება.
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება ხდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი (გარდა მოქმედი მასწავლებლებისა).

კონკურსის წესით დასაქმებული მასწავლებლები:
  • საათობრივი ანაზღაურების გარდა, სამინისტროს მხრიდან მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
  • იქნებიან უზრუნველყოფილნი საცხოვრებლით;
  • ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ექნებათ საშუალება გაიარონ პროფესიული გადამზადების კურსები;
  • გადაეცემათ სკოლის სახელმძღვანელოები უფასოდ;
  • ქვეპროგრამაში მონაწილეობა ჩაეთვლებათ პედაგოგიურ სტაჟად;
  • გაეცნობიან განათლების რეფორმის მიმდინარეობას და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა სიახლე რესურსცენტრებისა და სამინისტროს მეშვეობით.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.moecs.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:
ganatleba.teach@gmail.com
ტელ.: (422) 24 53 78
577 29 99 98
კოორდინატორი: ნანა შავაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე