2014-02-13
ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისა და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესორებისთვის
„ინგლისური წიგნი საქართველოში“ აგრძელებს უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას და თსუ ენების ცენტრის ინგლისური ენის მასწავლებელთათვის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების პროფესურისთვის ტრენინგს გამართავს.
ტრენინგის მიზანია ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლება და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გაცნობა. ტრენერებად დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულნი არიან მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები: ფილიპ ვორვიკი (პირსონის გამომცემლობის წამყვანი მასწავლებელი-ტრენერი) და ტიმ ბაუენი(მაკმილანის გამომცემლობის წამყვანი მასწავლებელი-ტრენერი).
ტრენინგი 17 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 10.00-14.00 საათებში გაიმართება .
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 14, თსუ IV კორპუსი, აუდიტორია № 207

« იხ. ყველა სიახლე