ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)
ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში.
მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის:
“მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.
სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:
- ევროკავშირის წამყვანი პროფესორებისა და უნივერსიტეტების ჩართულობა სასწავლო პროცესში;
- სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა მიგრაციაზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებში (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე);
- სტუდენტების მობილობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
- ორმაგი ხარისხი;
- დაბალი გადასახადი სწავლაზე – სემესტრულად 1125 ლარი რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (ტესტის ტიპი - A), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) -
1 - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -
8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –
9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –
10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება –
15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) –
10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –
12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება –
11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –
12 - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება –
17 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -
18 - 23 სექტემბერი;
მ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -
24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება -
29 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნინო ფარსადანიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 599 65 95 77;
nino.parsadanishvili@tsu.ge
თინათინ სამხარაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მობ.: 599 79 79 29;
t.samkharadze@gipa.ge