2018-04-12

საუბრები მიგრაციის შესახებ

26 აპრილს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „ზოგადი მიგრაციული ტენდენციები ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით“. ლექციას წაიკითხავს მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი, ბ-ნი რონალდ სკელდონი.

დასწრება თავისუფალია!

მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.vachadze@icmpd.org.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018 წლის 24 აპრილი.

მიგრაციის საკითხებზე ლექციების ციკლი ხორციელედება პროექტ ENIGMMA 2-ის (მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში), ევროკავშირის დაფინანსებით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

Print

« იხ. ყველა სიახლე