თუ გაინტერესებთ ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, უცხოური ენები, არქეოლოგია, კულტუროლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა სპეციალობა, გვეწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღეზე.
შეხვედრა გაიმართება შაბათს,
2 ნოემბერს, 15.00 საათზე;
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ჭავჭავაძის № 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №206