2015-11-03

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე  და მეექვსე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

მიმართულებები:

სტუდენტები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული
https://sigarra.up.pt/up/en/web_base.gera_pagina?p_pagina=licenciaturas-e-mestrados-integrados
აკადემიური პერსონალი: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული
ადმინისტრაციული პერსონალი:  
http://mobileplus.up.pt/public_files/Academic_offer_UPorto_2015-2016_Administrative_Staff.pdf

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • სტუდენტებისთვის: ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტუდენტები:

  • ფოტო
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
  • მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
პერსონალი:
  • ფოტო
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა  პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
  • სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
 

სტუდენტები: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი: 5 დღე

სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 1 დეკემბრამდე შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:
http://mobileplus.up.pt/apply


არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!

Print

« იხ. ყველა სიახლე