ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-22

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ!

2013 წლის 12-22 ივნისს ქ. თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის დაგეგმილია ტრენინგი-სწავლება (საშტაბო-სამეთაურო სამაგიდო ვარჯიში ,,ერთიანი ჰორიზონტი 2013’’) საგანგებო სიტუაციებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების კუთხით. ვარჯიშის ორგანიზატორები და კოორდინატორები არიან აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ს სამხედრო სარდლობა ევროპაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია.

ერთიანი ჰორიზონტის მიზანია ფართომასშტაბიანი კატასტროფების მართვის პროცესში სამხედრო-სამოქალაქო, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ვარჯიშის ლეგენდას  წარმოადგენს ფართომაშტაბიანი მიწისძვრა აჭარის რეგიონში, რასაც მოჰყვება შესაბამისი ბუნებრივი კატასტროფები და ტექნოგენური ავარიები.

„ერთიანი ჰორიზონტი 2013“ ჩატარდება თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის შენობაში და პარალელურად შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო  მომზადებისა და რეაგირების სამმართველოში (სამაშველო ბაზა).
სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.

მსურველებმა განცხადება (საკონტაქტო ინფორმაციით) წარმოადგნეთ 30 მაისის 18.00 საათამდე,  თსუ მე-6 კორპუსის 206-ე ოთახში

Print

« იხ. ყველა სიახლე