2016-04-15
სტუდენტური პროექტი “პლანეტა რიდმორი“
შემეცნებითი კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!
იხილეთ ანკეტა, რეგისტრაცია ერთჯერადია და ერთხელ დარეგისტრირებული კონკურსანტი მონაწილეობას იღებს ყველა ტურში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მეოთხე ტურის ჩათვლით. მათ, ვინც გვიან ჩაერთვება პროექტში, შესაძლებლობა ექნება ერთიანად აანაზღაუროს გაცდენილი ტურის ტესტები.
სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის facebook გვერდი

« იხ. ყველა სიახლე